2024 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას Recov.ge ავრცელებს.
კვლევის თანახმად, ბაზრის ზომა ერთი წლის განმავლობაში 6 პროცენტით შემცირდა. კერძოდ, 2023 წლის მაისში აღნიშნული სიდიდე 222 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის მაისში 208 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
ასევე, კლების ტენდენცია შეინიშნება წინა თვის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებითაც. კერძოდ, 2024 წლის აპრილი-მაისში ბაზრის ზომა 223 მილიონი აშშ დოლარიდან, 208 მილიონამდე შემცირდა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობამ 3390-დან 3325-მდე დაიკლო.