სპორტის მილიონერი ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე  მოკლე დროში გაკოტრდნენ

სხვადასხვა სპორტული თამაშების სათავეში მყოფი სპორტსმენებისთვის, ინდუსტრია მომგებიანი ბიზნესია. ვარსკვლავებს თავიანთი პროფესიით დიდძალი სიმდიდრის გამომუშავება შეუძლიათ და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება.

თუმცა, ბევრი სპორტის ვარსკვლავი ვერ ინარჩუნებს წარმატების პიკზე მიღწეულ ფინანსურ სარგებელს და კოტრდება. სტატიაში მოთხრობილი პირებისთვის კი ეს გამორჩეულად მტკივნეული მარცხი აღმოჩნდა.

წარმოგიდგენთ სპორტსმენებს, რომლებიც გაკოტრდნენ:

როლანდ "როლი" ფინგერსი

როგორც ცნობილია, Milwaukee Brewers-ის წევრი როლანდ "როლი" ფინგერსი 1985 წელს ბეისბოლს დაემშვიდობა. მაშინ ის 1,1 მილიონ დოლარს ფლობდა, რაც დღეის ეკვივალენტით 3,2 მილიონი დოლარია.

თუმცა, დიდებულმა ლეგენდამ მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გაკოტრების პირას იყო მისული. კრედიტორები აცხადებდნენ, რომ მას 4 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება ჰქონდა.

გაკოტრება უამრავმა ცუდმა ინვესტიციამ გამოიწვია, რომელიც მოიცავდა ფსტის ფერმებს, ქარის ტურბინებსა და არაბულ ცხენებსაც კი. ფინგერსმა გადაიხადა ვალები ბეისბოლის ბარათების გაყიდვით, ბანკმა წაართვა ცხენები და ჩამოერთვა სხვა აქტივებიც.

ჯონი უნიტასი

ყველა დროის ერთ-ერთმა დიდებულმა ამერიკელმა ფეხბურთელმა, გარდაცვლილმა ჯონი "ოქროს მკლავმა" - უნიტასმა მოიპოვა NFL-ის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული 1959-1967 წლებში.

მიუხედავად ფეხბურთის მოედანზე მისი ბრწყინვალებისა, უნიტასი ნაკლებად წარმატებული იყო თავის ფინანსებში.

1974 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან ბოულინგის დარბაზები და ბეჭდური მიკროსქემის დაფის კომპანია შეიძინა, თუმცა ფინანსური მოგება ვერ ნახა, უფრო მეტიც, მალე წაგებაში წავიდა.

უნიტასს ჰქონდა 3,2 მილიონი დოლარის ვალი. მან და მისმა მეუღლემ 1991 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. 2002 წელს უნიტასი გარდაიცვალა.

დოროთი ჰამილი

დოროთი ჰემილმა 1976 წელს ფიგურულ სრიალში მსოფლიო დაიპყრო. მოიგო ოქროს მედალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე გახდა მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის.

მისმა სპორტულმა მიღწევებმა, დოროთის "ამერიკის საყვარელის" ტიტული მოუტანა.

თუმცა 1996 წელს, საკულტო ოლიმპიური სპექტაკლიდან 20 წლის შემდეგ, მოციგურავემ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

სასამართლოს მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დოროთის 1.3 მილიონი დოლარის აქტივები ჰქონდა, მას ასევე გააჩნდა 1.6 მილიონი დოლარის ვალი. ჰამილთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყაროებმა მაშინ თქვეს, რომ მოციგურავეს ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება ექსტრავაგანტული ხარჯებისკენ.

მარიონ ჯონსი

მარიონ ჯონსი არის ქალი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა და შემდეგ დაკარგა. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვების შემდეგ, ჯონსმა სამი ოქროს მედალი და ორი ბრინჯაო მოიგო.

ტოპ ბრენდები, როგორიცაა Nike მასთან თანამშრომლობდნენ და საკმაოდ დიდი ანაზღაურებასაც სთავაზობდნენ. ჯონსი Vogue-ის გარეკანზეც კი გამოჩნდა სათაურით "ახალი ამერიკელი გმირი".

ეს ყველაფერი სპორტსმენისთვის 2004 წელს დამთავრდა, როდესაც მისმა მწვრთნელმა, ვიქტორ კონტემ განაცხადა, რომ მან ჯონსს ოლიმპიურ გამარჯვებამდე ე.წ. დოპინგი მისცა.

შედეგად ჯონსმა დაკარგა მომგებიანი გარიგებები და ოლიმპიური მედლები, 2,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასახლე ჩრდილოეთ კაროლინაში და სახლი, რომელიც დედისთვის იყიდა.

მან გაკოტრება გამოაცხადა

2007 წელს მარიონ ჯონსმა თავი გაკოტრებულად გამოაცახდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი