სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების ცნობით, ამერიკული ავიამზიდი, USS Theodore Roosevelt, დღეს სამხრეთ კორეაში ჩავიდა, რათა ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მიიღოს მონაწილეობა - ამის შესახებ South china morning post-ის განცხადებაშია საუბარი.
ცნობისთვის, აშშ-ს ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხო რეაქციაა. კერძოდ, USS Theodore Roosevelt-ის გამოჩენა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის კოლექტიური თავდაცვის შეთანხმებას მოჰყვა, რამაც რეგიონში დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი წვრთნების გაფართოება მიზნად ისახავს შეაკავოს ჩრდილოეთ კორეის რიტორიკა. ფხენიანი, როგორც წესი, გმობს ასეთ ერთობლივ წვრთნებს და მოიხსენიებს როგორც - „შეჭრისთვის მზადებას“.
ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები საზღვართან ძალიან აქტიურობდნენ, ნაღმავდნენ ტერიტორიებს, ამაგრებდნენ გზებს და ამატებდნენ ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს. ამასთან ერთად, დაძაბულობამ იმატა ბოლო ინციდენტის დროსაც, როდესაც სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცმა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მიმართულებით გამაფრთხილებლად გაისროლა, რომლებიც საზღვარს კვეთენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ორი კორეა "ბურთების ომშია" ჩართული, სამხრეთ კორეაში აქტივისტები პროპაგანდისტულ ბუშტებს აგზავნიან ჩრდილოეთისკენ, ხოლო ჩრდილოეთ კორეა აგზავნის ბუშტებს სამხრეთში ნაგვისს პარკებთან ერთად. კიმ იო ჯონგმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთის მხრიდან შესაძლო „შურისძიების“ შესახებ გააფრთხილა.