სოროსი, ჯოან როულინგი და სხვები - ვინ არიან მილიარდერები, რომლებმაც სიღარიბეს თავი დააღწიეს

დღეს სუპერმდიდრებს იმაზე მეტი ფული აქვთ, ვიდრე უმეტეს ჩვენთაგანს შეუძლია წარმოიდგინოს. თუმცა, ყველა მათგანი არ დაბადებულა ფუფუნებაში.

სწორი, დროული გადაწყვეტილებების მიღების გამო მათ შეძლეს სიღარიბისგან თავი დაეღწიათ და უფრო მეტიც, ისინი დღეს სხვების ოცნებებს და მიზნებს აფინანსებენ.

ვინ არიან ისინი?

ჯოან როულინგი: 1 მილიარდი დოლარი

მსოფლიოში პირველმა მილიარდერმა მწერალმა ჯ.კ. როულინგმა თავისი უზარმაზარი ქონება ჰარი პოტერის წიგნების სერიის მეშვეობით დააგროვა.

სანამ 1997 წელს, მისი პირველი რომანი გამოქვეყნდებოდა, როულინგი სიღარიბეში ცხოვრობდა. დედის გარდაცვალებისა და ბოლო განქორწინების შემდეგ, მარტოხელა მშობელი, კვირაში სულ რაღაც 88 დოლარს გამოიმუშავებდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ჰარი პოტერი გახდა გლობალური სენსაცია.

ჯეი-ზი: 2.5 მილიარდი დოლარი

ჯეი-ზიმ თავისი მუსიკალური კარიერისა და ბიზნეს იმპერიის მეშვეობით 2.5 მილიარდი დააგროვა. ის დაიბადა ბრუკლინის ბედფორდ-სტუივესანტის უბანში და გაზარდა მარტოხელა დედამ. მას შემდეგ, რაც ბავშვობაში პირველად მოისმინა რეპი, კარტერი შთაგონებული იყო ამ მიმდინარეობით და დაიწყო რეპის წერა.

მისი პირველი წარმატება 1998 წელს მთავარი ჰიტი "Hard Knock Life" -ი იყო.

ჯორჯ სოროსი: 6.7 მილიარდი დოლარი

ჯორჯ სოროსს მისმა ლეგენდარულმა ვაჭრობამ მილიარდები მოუტანა. ჰეჯ-ფონდის მაგნატმა თითქმის 25 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა დიდი ნაწილი დაფინანსებებსა და ქველმოქმედებისთვის გაიღო. წარმატებისკენ მიმავალი გზა არ იყო ადვილი. 1940-იანი წლების ბოლოს ის ლონდონში ორ ადგილას მუშაობდა - იყო მიმტანი და რკინიგზის პორტის თანაშრომელი.

რალფ ლორენი: 9.2 მილიარდი დოლარი

რალფ ლიფშიცი დაიბადა, ებრაელი ემიგრანტი მშობლების ოჯახში. გვარის შეცვლა კი მან სკოლაში ბულინგის შემდეგ გადაწყვიტა და ლორენი გახდა. როგორც ცნობილია, რალფ ლორენი ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა და სულ ოცნებობდა, რომ მილიონერი გამხდარიყო. მან თავისი სურვილი 1957 წელს საშუალო სკოლის წლის წიგნშიც კი დაწერა.

რომან აბრამოვიჩი: 9.7 მილიარდი დოლარი

ცხოვრება ყოველთვის ტკბილი არ იყო მილიარდერი აბრამოვიჩისთვის. ის სამხრეთ რუსეთში, სიღარიბეში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან პირველ მეუღლესთან ოლგა ლისოვასთან ერთად შექმნა საკუთარი პლასტმასის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი