ვინ არიან მილიარდერები, რომლებსაც მემკვიდრეები არ ჰყავთ

ზოგიერთი იღბლიანი შთამომავალი საოცარ ქონებას და ცხოვრებას მემკვიდრეობით იღებს.

უმრავლესობა ასეთ ადამიანს იღბლიანად მიიჩნევს და ბევრი მდიდარ წინაპრებზე, ან მშობლებზე ოცნებობს კიდეც. თუმცა, ყველა მდიდარს არ ჰყავს მემკვიდრეები.

წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებსაც მემკვიდრეები არ ჰყავთ და უცნობია, ვის დაუტოვებენ მათ ქონებას:

იან ჰუიანი: 3.1 მილიარდი დოლარი

ჩინეთის უმდიდრესმა ქალმა, 42 წლის იან ჰუიანმა 2007 წელს მემკვიდრეობით მიიღო მამის უძრავი ქონების ფირმა Country Garden Holdings. იან ჰუიანი დაქორწინებულია, მაგრამ შვილი არ ჰყავს.

ჩარლზ ბატი: 7.6 მილიარდი დოლარი

ჩარლზ ბატის ოჯახი ფლობს სასურსათო ქსელ H-E-B-ის დაახლოებით 90%-ს. ქსელს ჰყავს 100 000-ზე მეტი თანამშრომელი ასობით მაღაზიაში აშშ-ში და მექსიკაში. ბატი, რომელიც ახლა 86 წლისაა, 1970-იან წლებში გახდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი.

უდო და ჰარალდ ჩირა: 10.4 მილიარდი დოლარი დოლარი

ძმებს უდო და ჰარალდ ჩირას აქვთ უზარმაზარი კომბინირებული სიმდიდრე, მაგრამ არ ჰყავთ მემკვიდრეები. მათ ქონება მემკვიდრეობით მიიღეს მამისგან კლაუს შირასგან, რომელმაც 1970-იან წლებში დააარსა გერმანული პროგრამული გიგანტი SAP. SAP გახდა პლანეტაზე ბიზნესის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი მწარმოებელი.

მიხაილ პროხოროვი: 11 მილიარდი დოლარი

მიხაილ პროხოროვი, საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილია იმით, რომ 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტობის იბრძოდა და ვლადიმერ პუტინის კონკურენტი იყო.

მან თავისი ქონება 1990-იან წლებში Onexim Bank-ის თავმჯდომარეობით მოიპოვა, შემდეგ კი ლითონის მომპოვებელი ფირმის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, რომლის პრივატიზებაში მისი ბანკი დაეხმარა.

53 წლის პროხოროვმა 2008 წელს თავისი წილი Norilsk Nickel-ში გაყიდა. ახლა ფლობს წილებს Brooklyn Nets-ის საკალათბურთო გუნდში და სხვადასხვა რუსულ კომპანიებში.

იან კუმი: 16.1 მილიარდი დოლარი

Yahoo-ს ყოფილი თანამშრომელი იან კუმი არის WhatsApp-ის ერთ-ერთი წამყვანი ტვინი, რომელიც მან 2009 წელს დააარსა. კუმი დაიბადა უკრაინულ სოფელში, მაგრამ მოზარდობისას გარდაცვლილ დედასთან ერთად გადავიდა კალიფორნიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს. 2014 წელს ფეისბუქმა WhatsApp იყიდა. 48 წლის კუმი, ახლა Facebook-ის საბჭოშია.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი