Bloomberg-ის ინფორმაციით, განსახლების ონლაინ ბაზარზე „სახლის გაცვლის” პლატფორმები ძლიერდებიან. გამოცემა ოთხ ასეთ პლატფორმას, Kindred-ს, ThirdHome-ს, HomeExchange-სა და Behomm-ს, ესაუბრა. Bloomberg-ი იუწყება, რომ თითოეულ მათგანში გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა სულ მცირე გაორმაგებულია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად პოპულარულია საქართველოში ბინების გაცვლა და აღნიშნულ საიტებზე წარმოდგენილი არიან თუ არა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლები. მონაცემები Home Exchange-ზე შევამოწმეთ.
აღნიშნულ საიტზე ბინების გაცვლით დაინტერესება გამოხატული აქვს 38 ბინის მფლობელს. მონაცემების თანახმად, მათი უდიდესი ნაწილი თბილისში ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, განმცხადებელთა რაოდენობა ასე გამოყურება:
ცნობისთვის, სახლის გაცვლის სერვისი გულისხმობს მეპატრონის მიერ საკუთარი სახლის გარკვეული პერიოდით გამოთავისუფლებას, რათა იქ სხვა ადამიანმა იცხოვროს. აღნიშნულის სანაცვლოდ მეპატრონეები გარკვეული ვადით სხვის სახლში ცხოვრების შესაძლებლობას იღებენ.