პორტუგალიასთან სავაჭრო ბრუნვამ 5 თვეში 10 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

წელს, 5 თვეში, საქართველო-პორტუგალიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 10.108 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აქედან 1.609 მლნ აშშ დოლარი საქართველოდან ექსპორტზე, ხოლო 8,499 მლნ აშშ დოლარი პორტუგალიიდან იმპორტირებულ პროდუქტზე მოდის.

აქვე აღსანიშნავია, რომ პორტუგალიიდან იმპორტი 9 წლიან მაქსიმუმზეა, ხოლო ექსპორტი მცირედით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. შარშან საქართველოდან 1.759 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა.

რაც შეეხება კონკრეტულ პროდუქციას, რომელიც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ პორტუგალიაში, ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • აგლომერირებული კორპი და ნაწარმი მისგან - 2.665 მლნ აშშ დოლარი
  • პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 1.256 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 736.3 ათასი აშშ დოლარი
  • ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 351.2 ათასი აშშ დოლარი
  • ნაწარმი ნატურალური კორპის - 334.9 ათასი აშშ დოლარი
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 239.8 ათასი აშშ დოლარი
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 239.8 ათასი აშშ დოლარი
  • მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 206.2 ათასი აშშ დოლარი
  • ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი - 199 ათასი აშშ დოლარი
  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 148.3 ათასი აშშ დოლარი

ხოლო, ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქცია, შემდეგია:

  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 519.7 ათასი აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 476.5 ათასი აშშ დოლარი
  • ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები - 361.5 ათასი აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 120.7 ათასი აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 39.3 ათასი აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 23.1 ათასი აშშ დოლარი
  • მცენარეული წვენები და ექსტრაქტები - 20.2 ათასი აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 20.1 ათასი აშშ დოლარი
  • მოწყობილობა საბეჭდი, საღებავ-ჭავლური საბეჭდი მანქანების ჩათვლით - 14.1 ათასი აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 10.2 ათასი აშშ დოლარი

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს გერმანიაში, გელზენკირხენში დაუპირისპირდებიან.

ნინი ქეთელაური