კრიშტიანუ რონალდო 15 მლნ ევრო ღირს - რომელია პორტუგალიის ყველაზე ძვირადღირებული 5 ფეხბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრებს 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ევროპის ჩემპიონატზე მეორე მოწინააღმდეგე გუნდის, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ღირებულება. ასევე, ვინ არიან ნაკრების Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელები.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, პორტუგალიის ნაკრების ფასი კი 1.05 მლრდ ევროა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
  • საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო

პორტუგალიის ნაკრები:

  • რაფაელ ლეაო - 90 მლნ ევრო
  • რუბენ დიასი - 80 მლნ ევრო
  • ბრულო ფერნანდესი - 70 მლნ ევრო
  • ბერნარდო სილვა - 70 მლნ ევრო
  • ჟოაო პალინია - 55 მლნ ევრო

რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონადლუს, მისი ღირებულება 15 მლნ ევროს შეადგენს.

ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა, სადაც 3:1 დამარცხდა. 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიში ფრედ 1:1 დასრულდა, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.