სინგაპური ზედიზედ მეორე წელია, მდიდარი ადამიანებისთვის საქონლისა და მომსახურების ღირებულებით მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქია. ამის შესახებ Global Wealth and Lifestyle-ის რეიტინგში წერია, რომელსაც შვეიცარული ბანკი, Julius ყოველწლიურად ამზადებს.
რეიტინგი 12 სამომხმარებლო პრემიუმ-საქონლისა და 8 სერვისის კალათის ღირებულებას ითვალისწინებს. საქონლისა და მომსახურების ღირებულება აშშ დოლარში არის გამოთვლილი და ერთმანეთთან შედარებული.
ამ პროდუქტებში ძვირადღირებული სამკაული, ავტომობილი, ღვინო, ვისკი, საათი, ქალის ხელჩანთა და მამაკაცის კოსტიუმები შედის, ხოლო მომსახურება კერძო სკოლაში სწავლას, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის, ანუ MBA-ს (Master of Business Administration) ხარისხის ქონას, ბიზნესკლასით ფრენებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა სერვისებს მოიცავს.
რეიტინგში სულ მსოფლიოს 25 ქალაქი შედის.
ანგარიშში წერია, რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობით გამოწვეული ვალუტის რყევებმა რეიტინგი მნიშვნელოვნად შეცვალა და სინგაპურის და მე-2 ადგილზე გასულ ჰონგ-კონგის გარდა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქალაქებმა შარშანდელი პოზიციები დათმეს. EMEA-ს, ანუ ევროპა-ახლო აღმოსავლეთ-აფრიკის რეგიონის ქალაქებმა, პირიქით, პოზიცია მკვეთრად გაიუმჯობესეს. ამჟამად ეს რეგიონი საქონლისა და მომსახურების ღირებულებით მდიდარი ადამიანებისთვის ყველაზე ძვირია.
ამ მხრივ მსოფლიო ქალაქების წლევანდელი ტოპ 10-ეული ასეთია:
ზოგადად, რეიტინგში შემავალ საქონელსა და მომსახურებაზე წელს ფასების ზრდა შენელდა. კერძოდ, თუ 2023 წელს დოლარში მათი ღირებულება 6%-ს შეადგენდა, წელს 4%-ია. ფასები, მომსახურებასთან შედარებით, საქონელზე უფრო სწრაფად იზარდება. ამასთან, ფუფუნების საქონელზე მოთხოვნა ოდნავ შემცირდა და ამ სეგმენტის ზოგიერთმა მწარმოებელმა პროდუქციაზე ფასების ზრდა პირველად შეაჩერა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ