„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსზე, ლია ბაკაშვილზე წერს, რომლის თანახმადაც მან 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება, ანაზღაურება და დედის უძრავი ქონება არ მიუთითა.
დარღვევა I: ლია ბაკაშვილი ფლობს ხუთ უძრავ ქონებას, რომელთაგან არცერთი არ არის მითითებული დეკლარაციაში:
აღსანიშნავია, რომ ლია ბაკაშვილმა უძრავი ქონება არც წინა წელს დაადეკლარირა.
დარღვევა II: ლია ბაკაშვილმა დეკლარაციაში არ ასახა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.
დარღვევა III: ლია ბაკაშვილმა ასევე არ ასახა საკუთარი დედის, მარიამ ყორღანაშვილის, ოთხი უძრავი ქონება:
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლია ბაკაშვილი, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ლია ბაკაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება.