წელს, 25 ივნისის მდგომარეობით, საწარმოო პროცესი 3 საშაურმეს შეუჩერდა. ამის შესახებ Bpn-ს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საშაურმეებში განხორციელდა 176 სახელმწიფო კონტროლი, აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა 24 ბიზნესოპერატორთან, რომელთა შორის, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 3-ს. ესენია: შპს ,,სთრით ფუდ 125“, შპს ,,მადლი“ და შპს ,,ტონა“.
როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტო განმარტავს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ბიზნეს ოპერატორთა მიმართ გაიცა მითითებები HACCP- ის პრინციპების დანერგვის, HACCP-ის პრინციპების სწავლებისა და ჰიგიენის ზოგად მოთხოვნებთან დაკავშირებით.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ,,სთრით ფუდ 125“ 2023 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი გიორგი ბექაურია.
შპს ,,მადლი“ -კომპანია 2011 წელს დარეგისტრირდა. მფლობელი და დირექტორი ციალა გოგოლაძეა.
შპს ,,ტონა“ – 2014 წელს გახსნილი კომპანიაა, მფლობელები და დირექტორები ნატალია დარჩია და ნათია მინდაძე არიან.