მარცხენა ფლანგზე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის კვარაცხელია მსოფლიოში მესამე ადგილზეა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, მარცხენა ფლანგის ყველაზე ძვირადღირებულ თავდამსხმელებს შორის კვარაცხელია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

მონაცემების თანახმად, პირველ პოზიციაზეა ვინიციუს ჯუნიორ (ბრაზილია, ესპანეთი), რომლის ღირებულება 180 მლნ ევროა, ხოლო მეორე ადგილზე რაფაელ ლეაო (პორტუგალია, ანგოლა) 90 მლნ ევროთი.

ხვიჩა კვარაცხელია, მარცხენა ფლნგის ფეხბურთელებს შორის, მესამე ადგილზეა და როგორც უკვე ცნობილია, მისი ფასი 80 მლნ ევროს შეადგენს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის, მეხუთე ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი. ამ დროსთვის მისი ფასი 35 მლნ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით მან 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ნინი ქეთელაური