2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით ანუ 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო კაცების - 2 343.2 ლარით განისაზღვრა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ საქმიანობებში აქვთ ყველაზე დაბალი და მაღალი ხელფასი საქართველოში.
გთავაზობთ, საქმიანობის 5 დარგს საქართველოში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე დაბალია:
გთავაზობთ, საქმიანობის 5 დარგს საქართველოში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალია: