ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესი წარმატებისკენ მიიწევს, თუმცა ევროპარლამენტის ზოგიერთ პროსომეხ დეპუტატში დაძაბულობა მატულობს. ეს კარგად ჩანს საფრანგეთის მიერ სომხეთის შეიარაღების შესახებ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებში - ამ თემაზე ინფორმაციას Azernews-ი ავრცელებს.
წარმოვიდგინოთ, რომ ანალოგიურად რუსეთი აწვდის იარაღს სამხრეთ კავკასიის, ან ნებისმიერ ევროპისთვის საფრთხედ მიჩნეულ ქვეყანას და მასთან სამხედრო ხელშეკრულებას აწერს ხელს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტი ამასთან დაკავშირებით ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს. პირიქით, ის სავარაუდოდ არაერთ განცხადებას გაავრცელებს და ამ ნაბიჯებს დაგმობს. თუმცა, ჩნდება კითხვა: ვისთვის არის ეს განცხადებები საზიანო ან სასარგებლო? არ არის უფრო მიზანშეწონილი ევროპარლამენტმა თავისი მისიიდან გადახვევისა და არახელსაყრელ პოლიტიკურ მანევრებში ჩართვის ნაცვლად ეკონომიკური პრობლემების, განსაკუთრებით კი გლობალური ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზები განიხილოს?
ევროპარლამენტის წევრებმა თავიანთ განცხადებებში მიუთითეს, რომ საფრანგეთის მიერ, სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების ყველაზე მწვავე ფაზაში შეიარაღება ქვეყნის სუვერენული უფლებაა.
როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი 30 წლის განმავლობაში კონფლიქტის ცენტრს წარმოადგენდა, არც საფრანგეთი და არც ევროპარლამენტი საერთოდ არ ახსნებდნენ რომელიმე სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებს. იმ დროს ყველა უპირატესობა ცხადია სომხეთის მხარეს იყო და ოკუპანტი ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობა არ იდგა. მართალია სომხეთი ფაქტობრივად აღიარებს, რომ აგრესორია, თუმცა საფრანგეთი და პარლამენტარები, რომლებიც მას იცავენ, საპირიპიროს ამტკიცებენ.
ოფიციალურ ბაქოს კარგად ესმის, რომ ასეთ მომენტში სომხეთის ნაჩქარევი შეიარაღება და მეტიც, ერევანში ევროპული სამხედრო კონტინგენტის შექმნა, კეთილი განზრახვებს არ უკავშიედება.
ევროპარლამენტი მშვიდობისკენ მიმავალ პროგრესს ხედავს, როგორც საფრთხეს მისი მზაკვრული პოლიტიკისთვის სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით - ნათქვამია Azernews-ის განცხადებაში.