2023 წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 6 362 ერთეულით (13.0%) ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 40 პროცენტი და 11.6 პროცენტი.
კერძოდ, 5 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში 2023 წელს, იყო:
- სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 17 100;
- კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 10 355;
- სიმსივნეები - 4 939;
- სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3 214;
- ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 794.