„იქ, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება, ჯადოსნური საქართველო დაგხვდებათ კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე“ - გამოცემა lonelyplanet.com საქართველოზე წერს.
სტატიაში წერია, რომ მიუხედავად მცირე ფართობისა, საქართველო პეიზაჟებისა და აქტივობების დიდ მრავალფეროვნებას გვთავაზობს, ხოლო მისი მთიანი ლანდშაფტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გაერთიანებულია, რაც იმაზე მეტ დროს მოითხოვს სანახავად, ვიდრე წარმოიდგენთ.
1. თბილისი
საქართველოს დედაქალაქი წარმოადგენს მომხიბვლელ ძველ ქალაქს, ავანგარდული არქიტექტურის სიმდიდრით, ტრადიციულ გოგირდის აბანოებითა და შუა საუკუნეების ეკლესიების არაჩვეულებრივ სანახაობას. მდინარე მტკვრის ვიწრო ხეობის გასწვრივ გაშლილი თბილისი ისეთი ადგილია, სადაც მაღლა უნდა ახვიდე, რომ ნამდვილად დააფასო – სცადე საბაგიროთი ასვლა, სადაც იპოვი ნარიყალას ციხეს და ქართლის დედას. ასევე შეგიძლიათ ფუნიკულიორით ახვიდეთ ქალაქის უმაღლეს წერტილამდე, მთაწმინდაზე, სადაც, ქალაქის ხედებით დატკბებით.
2. ბათუმი
ბათუმი, საქართველოს მეორე ქალაქი, რომელიც სიამოვნებისთვის არის აშენებული და ფუნქციონირებს, როგორც საქართველოს არაოფიციალური დროებითი დედაქალაქი ზაფხულის განმავლობაში, როდესაც თბილისის ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა მასობრივად შავი ზღვის სანაპიროებს მიაშურებს.
საქართველოს საუკეთესო პლაჟები შეგიძლიათ ნახოთ ქალაქის სამხრეთით, ბათუმსა და თურქეთის საზღვარს შორის.
3. ქუთაისი
ამ უძველესმა ქალაქმა, რომელიც შესაძლოა ოდესღაც ბერძნული ლეგენდით ოქროს საწმისის სამშობლო იყო, მოახერხადა საქართველოს მზარდი ტურისტული ინდუსტრიის ცენტრად ჩამოყალიბდა.
ახლომდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყოველკვირეულად ახორციელებს ფრენებს ევროპის მიმართულებით. ქუთაისი არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრშია, არამედ ის ასევე გარშემორტყმულია უამრავი ღირსშესანიშნაობებით, ბუნებრივი საოცრებებით და მრავალფეროვანი ატრაქციონებით, მათ შორის მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, გელათი. მონასტერი და კომუნიზმის ორი გასაოცარი რელიქვია - წყალტუბო და ჭიათურა.
4. სტეფანწმინდა
ყაზბეგის მყინვარი - ეს მართლაც გასაოცარი სანახაობაა, რომელიც არასოდეს წყვეტს ადამიანების გაოცებას. ხოლო დარიალის ხეობა, ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი ღირსშესანიშნაობაა.
5. სვანეთი
საუკეთესო მთის პეიზაჟები თუ გნებავთ, სვანეთს უნდა ეწვიოთ. უშგულის მაღლა კი საქრატელოს უმაღლესი მწვერვალით, შხარათი დატკბებით, რომელიც ზღვის დონიდან 5068 მეტრზეა აღმართული. სვანეთში ლაშქრობის მოყვარულთატის უსაზღვრო პოტენციალია.
6. ვარძია
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, ხოლო მისი უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე მდებარეობს. მასში 400-ზე მეტი ოთახით და 13 ეკლესიაა/
7. სიღნაღი
საუკეთესო ადგილი ქართული ღვინის დასაგემოვნებლად. აუცილებლად ეწვიეთ ქალაქის მუზეუმს, რომელსაც აქვს საქართველოს ყველაზე ცნობილი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია. შემდეგ შეიარეთ სიღნაღის რონელიმე ღვინის ბარში და საუკეთესო ღვინო დააგემოვნეთ.
8. მცხეთა
მცხეთა ორი მდინარის, მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს. ქალაქში მდებარეობს მე-11 საუკუნის სვეტისხოვლის ტაძარი, საქართველოს ოქროს ხანის არქიტექტურული შედევრი.
9. ბორჯომი
მე-19 საუკუნის ეს დიდებული საკურორტო ქალაქი მცირე კავკასიონის ტყიანი მთების შუაგულშია ჩაფლული. ბორჯომის ცენტრალური პარკის მონახულებასთან ერთად, შეგიძლიათ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ლაშქრობა მოაწყოთ, ხოლო პატარა ლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზით ალპურ კურორტ ბაკურიანამდეც ჩახვიდეთ.