ხახვის ადგილობრივი ექსპორტი 69%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 4.005 მლნ დოლარის ღირებულების ხახვი შემოვიდა იმპორტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხახვის იმპორტი 24%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 5 თვეში ქვეყანაში 5.276 მლნ დოლარის ხახვია იმპორტირებული.

2024 წელს ხახვის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები საქართველოში ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უზბეკეთი იყო. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • ყაზახეთი - 1.465 მლნ დოლარი;
  • რუსეთი - 1.225 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 927 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 251 ათასი დოლარი;
  • უზბეკეთი - 131 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2024 წლის 5 თვეში ქართული წარმოების ხახვის ექსპორტი 69%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში 22 560 დოლარის ხახვის გავიდა ადგილობრივ ექსპორტზე, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 72 250 დოლარის. კერძოდ, ქვეყნები, სადაც 2024 წელს ხახვის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა ასე გამოყურება:

  • სომხეთი - 16 960 დოლარის 47 ტონა;
  • რუსეთი - 5 600 დოლარის 7 ტონა.
მერი ტაბატაძე