რა ნომერი ავტობუსები იმუშავებენ დღეს თბილისში გახანგრძლივებული დროით

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.

ცნობისთვის, საქართველო-პორტუგალიის ნაკრებების თამაშის ყურება მოქალაქეებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეეძლებათ.

„ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 30 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

მერი ტაბატაძე