მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 273 745 აქტიური ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამათგან ყველზე მეტი ბიზნესი, თბილისში ფუნქციონირებს, კერძოდ, თითქმის 44%, შემდეგია იმერეთი 12%-ით და აჭარა 11,1%-ით.
უფრო კონკრეტულად, თბილისში ჯამში 120 360 აქტიური ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული, იმერეთში 31 571, ხოლო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 30 443.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ბიზნეს აქტივობის კუთხით, რეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ 995 678 ბიზნეს სუბიექტი იყო დარეგისტრირებულ თუმცა, ამათგან აქტიური მხოლოდ 27%-ია.