რუსეთმა პოროშენკოს Roshen საბოლოოდ მიიტაცა

ლიპეცკში მდებარე Roshen-ის საკონდიტრო ქარხნის აქციები, რომელიც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და მის შვილს ეკუთვნოდა, რუსეთის შემოსავლებს დაექვემდებარა.

ამის შესახებ სააღმსრულებლო ფედერალური სამსახურის დირექტორ დიმიტრი არისტოვმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.

საწარმო რუსეთის საკუთრებაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადავიდა.

ცნობისთვის: Roshen მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკონდიტრო მწარმოებელია, რომელიც წელიწადში 450 ათას ტონა პროდუქტს აწარმოებს. ლიპეცკის ქარხანა 2017 წლიდან არ მუშაობს. კორპორაციამ ქარხნის დახურვა “პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებით” ახსნა. 2015 წლის აპრილში რუსეთის პროკურატურამ ქარხნის წინააღმდეგ საქმე განსაკუთრებით მასშტაბური თაღლითობის მუხლით აღძრა. გამომძიებლები მაშინ აცხადებდნენ, რომ ქარხნის მშენებლობისას 180 მლნ რუბლი (2 მლნ დოლარი) იქნა მიტაცებული. ქონება დააყადაღეს, რაც Roshen-მა მოგვიანებით გაასაჩივრა. თუმცა 2017 წელს, შემოწმების შედეგად ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა ქარხანას პრეტენზია 150 მლნ რუბლის (1,7 მლნ დოლარის) ოდენობით წარუდგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ