საქართველოში მეორე მოტივტივე მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტს „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“ სიონის წყალსაცავზე განახორციელებს.
როგორც კომპანიის დირექტორი, ნატა ჯაოშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ამჟამად პროექტირების ბოლო ეტაპზე არიან და მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტში 3 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
„ჯერ მშენებლობა არ დაგვიწყია, პროექტირების ბოლო ეტაპზე ვართ, და შესაბამისად, უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობა. ჯამში დაახლოებით 4 მლნ დოლარამდე იქნება ინვესტიცია. პროექტის მხარდაჭერაში ჩართულია „აწარმოე საქართველო“ და ბანკიც. პროექტი იქნება აშენდება თანადაფინანსება“, - განაცხადა ნატა ჯაოშვილმა.
მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 3 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 4,61 გვტ. სთ.
შეგახსენებთ, საქართველოში პირველი მოტივტივე 216 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლემშვენიერაში აშენდა. საპილოტე პროექტის ყოველწლიურად გამომუშავებული ენერგია 300 000 კვტ.სთ იქნება, რაც ხარჯებს, წლიურად 32 400 დოლარით შეამცირებს.
იხილეთ ასევე: საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა