საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, მსოფლიოში 119 ე ადგილზე იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.
საზღვაო სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობის ამსახველ მონაცემებს - ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსი წარმოადგენს .
გაერთიანებული ერების ყოველწლიური კვლევის თანახმად საქართველოს მსოფლიოში - 119 ე ადგილი უკავია.
რაც შეეხება შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს, მათი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თურქეთი - მე-19 ადგილი
- რუსეთი - 32-ე ადგილი
- რუმინეთი - 81-ე ადგილი
- ბულგარეთი - 108-ე ადგილი
- უკრაინა - 158-ე ადგილი (ომამდე 62 - ე ადგილი)
- საქართველო 119-ე ადგილი
ცნობისათვის, საქართველოს, რომელიც ოდიდგანვე ფლობდა საზღვაო დროშას, გააჩნია სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლი, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, სასწავლო ცენტრები, პერსონალი, პარალელურად წარმოადგენს - ნავსადურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს და მეზღვაურთა დასაქმების კუთხით მემორანდუმი 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული.
