ჰიბრიდი ავტომობილების იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში საქართველოში 12 087 ჰიბრიდი (181.342 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა რაც გასული წლების იგივე პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით აჭარბებს.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის 5 თვეში 10 614 ერთეულის (146.057 მლნ აშშ დოლარი) იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 9 993 ერთეულის (82.660 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იანვარ-მაისში - 9 241 ერთეულის (59.935 მლნ აშშ დოლარი), 2020 წლის 5 თვეში - 7 354 (51.131 მლნ აშშ დოლარი).
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს მხოლოდ მაისში 2 863 ერთეული (39.941 მლნ აშშ დოლარი) ჰიბრიდი შემოვიდა.
რაც შეეხება ფასს, მარკისა და მოდელის მიხედვით, საშუალოდ, 13 აშშ დოლარიდან, 39 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.
შენიშვნა: ფასი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლით, შესაბამისად, ზოგიერთი მოდელი, შესაძლოა, უფრო ნაკლები, ან ძვირი ღირდეს.