თბილისის უბნები, სადაც ბინა ყველაზე იაფი/ძვირი ღირს

Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, თბილისში, მაისში 3 197 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 470-ს შეადგენდა. მონაცემების მიხედვით, გაყიდვები მაისში წლიურად 7.9%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში 1 კვ.მ-ის გასაყიდი ფასი ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირდა და 2 938 დოლარს გაუტოლდა, ამასთანავე, მეორე ადგილზეა ვაკე კვადრატულზე 2 327 დოლარით.

რაც შეეხება სხვა უბნებს, კვ.მ-ის გასაყიდი ფასები თბილისში ასე გადანაწილდა:

  • მთაწმინდა - 2 938 დოლარი;
  • ვაკე - 2 327 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 1 610 დოლარი;
  • საბურთალო - 1 489 დოლარი;
  • კრწანისი - 1 459 დოლარი;
  • ისანი - 1 264 დოლარი;
  • დიდუბე - 1 190 დოლარი;
  • ნაძალადევი - 1117 დოლარი;
  • გლდანი - 1027 დოლარი;
  • სამგორი - 1 018 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 963 დოლარი.
მერი ტაბატაძე