2023 წელს საქართველოში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი თითქმის ყველა საკვებ პროდუქტზე შემცირდა, გამონაკლისია ყურძენი, რაც გაიზარდა და თანაც მნიშვნელოვნად. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წელს 101%-დან 87%-მდე შემცირდა კარტოფილის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა 50%-დან 47-მდე დაიკლო, კვერცხის 96%-დან 93%-მდე.
რაც შეეეხება ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს, ის უკვე 3 წელიწადია 22%-ზე რჩება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 2023 წლის მონაცემებს, პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის შესახებ:
ხორცი - 47% (წინა წელს - 50%)
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში საკვები პროდუქტების დიდი ნაწილის წარმოება არ არის იმ მაჩვენებელზე, რომ მოსახლეობა მთლიანად გამოკვებოს. შესაბამისად, მარაგების შევსება იმპორტით გვიწევს. იმპორტის მაჩვენებელი კი ფაქტობრივად, ყოველწლიურად მზარდია.