ვინ არიან ცნობილი ადამიანები, რომლებმაც სწავლა მიატოვეს, თუმცა წარმატებას მაინც მიაღწიეს

ყველა ვთანხმდებით, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი განათლება ყველა ადამიანის მომავალსა და ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, მშობლები სახსრებს არ იშურებენ, რომ მათ შვილებს საუკეთესო განათლება მისცენ.

თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა საშუალო სკოლაში სწავლას თავი დაანება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ იმ სფეროში გამხდარყვნენ წარმატებულები, რომელიც აინტერესებდათ.

ჰარი სტაილსი

სტაილსი სანამ „X Factor“-ის შესარჩევ ტურზე გავიდოდა, სკოლაში სამართალს, სოციოლოგიასა და ბიზნესს სწავლობდა. მან სკოლა მას შემდეგ მიატოვა, რაც ჯგუფი One Direction პოპულარული გახდა და უკან აღარც მოუხედავს. 27 წლის ახალგაზრდას ახლა აქვს სამი საოცრად წარმატებული სოლო ალბომი, არის სამი გრემის მფლობელი და მონაწილეობა მიღებული აქვს ბევრ ფილმში.

ჯენიფერ ლოურენსი

ლოურენსმა საშუალო სკოლა არ დაამთავრა. "შიმშილის თამაშების" ვარსკვლავმა 14 წლის ასაკში მიატოვა სწავლა, რათა მსახიობობა ეცადა. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სკოლაში უჭირდა“ და “არასოდეს თვლიდა თავს ჭკვიანად“.

რაიან გოსლინგი

რაიან გოსლინგმა სკოლა 17 წლის ასაკში მიატოვა და ახალ ზელანდიაში წავიდა სერიალ "ახალგაზრდა ჰერკულესში" სათამაშოდ.

დრიუ ბერიმორი

ბერიმორმა მსახიობობა სამი წლის ასაკში დაიწყო. ის ძალიან მეამბოხე მოზარდი იყო. უკვე 13 წლის ასაკში სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა, 14 წლის ასაკში კი დედისგან განცალკევდა, რადგან მასზე ცუდ ზეგავლენას ახდენდა.

რიანა

მომღერალი სულ რაღაც 16 წლის იყო, როცა ბარბადოსში სწავლა მიატოვა და Jay-Z-სთან გაიარა აუდიენცია. იგი გადავიდა მუსიკალური პროდიუსერის ევან როჯერსის სახლში და ერთი წლის შემდეგ უკვე წარმატებული კარიერით ამაყობდა.

დღეს რიანა მილიარდერია.

კვენტინ ტარანტინო

ტარანტინომ 15 წლის ასაკში გადაწყვიტა მიეტოვებინა საშუალო სკოლა, რათა აესრულებინა თავისი ოცნება და ფილმების გადაღება დაეწყო.

ის ადგილობრივ თეატრში დამლაგებლად მუშაობდა. მისი პირველი ფილმი იყო "რეზერვუარის ძაღლები", რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

ემინემი

ემინემის ბავშვობა ქაოტური იყო, ის მუდმივად იცვლიდა სკოლებს, რის გამოც მისი ქულები მკვეთრად დაეცა. ემინემი მეცხრე კლასში სამჯერ ჩარჩა, 17 წლის ასაკში კი მიატოვა სკოლა და მუსიკის წერა დაიწყო.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი