ოლიმპიური სტადიონები, რომელთა აგებაც მილიარდები დაჯდა -როგორ გამოიყურებიან ისინი დღეს

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, არჩეული მასპინძელი ქვეყანა მილიარდობით დოლარს ხარჯავს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის.

ობიექტების მშენებლობას საკმაოდ დიდი ფასი აქვს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებისთვის და თანხის ამოღება მოვლენების დასრულების შემდეგ თითქმის შეუძლებელია. მათი ნაწილი დღეს მიტოვებულია.

საინტერესოა, რა თანხა დახარჯეს ქვეყნებმა ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის:

1-1720293679.jpg

2000 წელი - სიდნეი, ჯამური ღირებულება: 8,5 მილიარდი დოლარი

"ახალი ათასწლეულის თამაშებს", სიდნეიმ 2000 წელს უმასპინძლა. ქვეყანამ აირჩია ტოქსიკური ნაგავსაყრელი და ტერიტორია გადააქცია 21-ე საუკუნის თანამედროვე თავშეყრის ადგილად.

რემონტზე ოლიმპიური პარკის სამშენებლო ხარჯებზე საერთო ჯამში 8,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

ავსტრალიის სტადიონი იმ დროს იყო ყველაზე დიდი გარე დაწესებულება, რომელიც ოდესმე აშენდა ოლიმპიადისთვის - გათვლილი 110 000 ადამიანზე.

დღეს ოლიმპიადისთვის აშენებული რამდენიმე სპორტული და გასართობი ობიექტი ჯერ კიდევ გამოიყენება. ეს ტერიტორია გადაიქცა საცხოვრებელ და კომერციულ ცენტრად, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეაქვს.

ავსტრალიის სტადიონს, რომელიც ახლა ცნობილია როგორც Accor Stadium, 2001-დან 2003 წლამდე ჩაუტარდა რემონტი. მოედანი ახლა განკუთვნილია კრიკეტისა და ავსტრალიური ფეხბურთისთვის.

დღეს სტადიონი მასპინძლობს 2023 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს.

2-1720293731.jpg

2004 წელი - ათენი, ჯამური ღირებულება 19.3 მილიარდი დოლარი

ათენმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2004 წელს უმასპინძლა.

ოლიმპიურ სოფელთან და სტადიონებთან ერთად, ქალაქში აშენდა ახალი საერთაშორისო აეროპორტი, მეტროს ხაზები და გზები, რომლებიც დღესაც გამოიყენება. იგივეს ვერ ვიტყვით ღონისძიების მრავალი დანიშნულების ადგილზე.

mtavari-1720293764.jpg

ფრენბურთის სტადიონი, რბილი ბურთის მოედანი, კანოეს კურსი და სასწავლო საცურაო აუზები მიტოვებული და გაფუჭებულია.

3-1720293813.jpg

2012 - ლონდონი, ჯამური ღირებულება 15,4 მილიარდი დოლარი

როგორც სიდნეიში, ლონდონის ოლიმპიურმა თამაშებმა სამრეწველო უდაბნოების რეგენერაციის შესაძლებლობა მისცა ქვეყანას. ორგანიზატორებს სურდათ შეექმნათ მემკვიდრეობა, რომელიც ახალ სახლებსა და სამუშაო ადგილებს მოუტანდა სტრატფორდს.

617 ჰექტარის ოლიმპიური პარკის მშენებლობა მოიცავდა წყლის ცენტრს, ველოდრომს, BMX ტრასას და მძლეოსნობის სტადიონს. მიუხედავად იმისა, რომ მიწის დიდი ნაწილი მიტოვებული იყო, ოლიმპიური სოფლის და 10 ახალი სარკინიგზო ხაზის შესაქმნელად 200-ზე მეტი შენობა დაინგრა.

2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლობა 8,77 ფუნტი მილიარდი დაჯდა. ეს არის დაახლოებით 15,4 მილიარდი დოლარის ექვივალენტი დღეს.

მთავრობის ანგარიშის თანახმად, ოლიმპიურმა თამაშებმა 2012-2014 წლებში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის 14 მილიარდი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია გამოიმუშავა, რაც დღეს 23,8 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.

ბევრი სპორტული ადგილი დღესაც გამოიყენება, იქნება ეს დასასვენებლად თუ პროფესიონალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის. ხოლო ექვსი დროებითი ობიექტი ნაწილობრივ შეიცვალა ან გადატანილია.

ახლა იქ არის სავაჭრო, გართობისა და განათლების ცენტრი, ახალი მუზეუმებითა და უნივერსიტეტის სატელიტური კამპუსებით.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი