Numbeo-ს 2024 წლის სურსათის ფასის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც უფუძნება 146 ქვეყნის მონაცემებს, საქართველო სურსათის სიძვირით 90-ე ადგილზეა, რითაც რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ქვეყანას რეიტინგში 35.7 ქულა აქვს.
უფრო კონკრეტულად, 146 ქვეყანას შორის სომხეთს 97-ე ადგილი (34.1 ქულა) ერგო, თურქეთი სურსათის სიძვირით 114-ე ადგილზეა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა 119-ე ადგილი (28.4 ქულა) დაიკავა, რუსეთი კი რეიტინგში 130-ე ადგილზეა (25.9 ქულა).