დანია მსხვილფეხა საქონელზე მსოფლიოში პირველ ეკოლოგიურ გადასახადს დააწესებს

დანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც პირუტყვის სითბურ გამონაბოლქვზე გადასახადს შემოიღებს. გადასახადი 2030 წლიდან ამოქმედდება და მსხვილფეხა საქონელზე, დაახლოებით, 100 ევროს შეადგენს, ხოლო 2035 წლისთვის საფასური 225 ევრომდე გაიზრდება.

გადასახადი, ასევე, ცხვრებს, ღორებსა და ცხენებს შეეხება.

ინიციატივის მიზანი მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა, რადგან მეცხოველეობა სითბური ემისიების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.

მეთანის გლობალურ გამონაბოლქვში მეცხოველეობის წილი, დაახლოებით, 15%-ს შეადგენს. ეს ემისია ცხოველების მიერ საკვების მონელების ბუნებრივი პროცესით წარმოიქმნება.

მსოფლიო მეთანის ემისიებში მხოლოდ ძროხების წილი 4%-ია, რაც საავიაციო ინდუსტრიზე ორჯერ მეტია.