საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოპოვება 73%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში (ამ ეტაპზე, 4 თვის მონაცემია მხოლოდ ცნობილი), საქართველოში 19,5 ათასი ტონა პროდუქტი იწარმოა, რაც 8,2 ათასი ტონით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის იანვარ-აპრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოპოვებამ 11,3 ათასი ტონა შეადგინა.
რაც შეეხება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს, 2022 წლის 4 თვეში 10,7 ათასი ტონა იწარმოა, 2021 წლის იგივე პერიოდში 12,4 ათასი ტონა, 2020 წლის 4 თვეში – 6,8 ათასი ტონა, 2019 წლის იანვარ-აპრილში – 3 ათასი ტონა, ხოლო 2018 წლის 4 თვეში – 6,6 ათასი ტონა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში, ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები 11 ქვეყანაში გავიდა, კერძოდ:
გარდა ამისა, საქართველოდან ნავთობის მცირე რაოდენობების ექსპორტი განხორციელდა: უკრაინაში, სომხეთში, ირანში, სერბეთში, თურქმენეთსა და გერმანიაში.