Top-10 ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი/დაბალია - რა პოზიციაზეა საქართველო

საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანზე უკეთეს პოზიციაზე ვართ, თურქეთს და რუსეთს კი ჩამოვრჩებით.

უფრო კონკრეტულად, IMF-ის მონაცემებით, 2024 წლისთვის საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8 830 დოლარია, სომხეთში - 8 580 დოლარი, აზერბაიჯანში - 7 640 დოლარი, თურქეთში - 12 760 დოლარი და რუსეთში - 14 390 დოლარი.

IMF-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ-ს მაჩვენებლით ლუქსემბურგი ლიდერობს, შემდეგ მოჰყვება ირლანდია, შვეიცარია, სინგაპური და ა.შ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი არის ბურუნდში, სულ რაღაც 230 დოლარი.

გთავაზობთ, Top-10 ქვეყანას, სადაც 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება:

  • ლუქსემბურგი - 131 384 დოლარი
  • ირლანდია - 106 060 დოლარი
  • შვეიცარია - 105 670 დოლარი
  • ნორვეგია - 94 660 დოლარი
  • სინგაპური - 88 450 დოლარი
  • შეერთებული შტატები - 85 370 დოლარი
  • ისლანდია - 84 590 დოლარი
  • კატარი - 81 400 დოლარი
  • მაკაო - 78 960 დოლარი
  • დანია - 68 900 დოლარი

გთავაზობთ, Top-10 ქვეყანას, სადაც 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება:

  • ბურუნდი - 230 დოლარი
  • სამხრეთ სუდანი - 421 დოლარი
  • მალავი - 480 დოლარი
  • იემენი - 486 დოლარი
  • სიერა ლეონე - 526 დოლარი
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 537 დოლარი
  • მადაგასკარი - 538 დოლარი
  • სუდანი - 546 დოლარი
  • მოზამბიკი - 659 დოლარი
  • ნიგერია - 670 დოლარი

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ჩამონათვალში რამდენიმე ქვეყნის შესახებ საპროგნოზო მონაცემები არ იძებნება.