როგორ გაიზარდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკები

Gnomon Wise-ის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს კავკასიის ეკონომიკა 4.4%-ით გაიზარდა. ეს კი მაშინ, როცა წინა წელს ზრდამ 7.8% შეადგინა. კვლევის ავტორების განმარტებით, 2023 წელს კავკასიის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების კლებამ განაპირობა. ამასთანავე, ზრდის შენელებას ხელი შეუწყო 2022 წელთან შედარებით ნავთობის ფასის ზრდამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-მაისში კავკასიის ეკონომიკის ზრდამ 7.1% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა და 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველოს შემთხვევაში ზრდა 9.3%-ს გაუტოლდა, აზერბაიჯანის კი 4.2%%-ით არის გაზრდილი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდ წილს სავაჭრო სექტორი თამაშობს, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 24.6%-ით მოიმატა, მეორე ადგილზეა სამშენებლო დარგი, სადაც 14.9%-ით ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოში, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ტელეკომუნიკაციების, საფინანსო საქმიანობის, მშენებლობის და ტრანსპორტის სექტორებმა შეიტანა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ავტორების განმარტებით, აზერბაიჯანის ეკონომიკის 35.9%-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იკავებს და ზრდაც ამ სექტორით არის განპირობებული.

ss-1720703627.jpg

მერი ტაბატაძე