„იარაღს რომ აძლევენ, განათლება არ აქვთ - უნდა გაიარონ შესაბამისი კურსები“

„იარაღს რომ აძლევენ, განათლება არ აქვთ. არ უნდა ჰქონდეთ შეძენის უფლება. უნდა გაიარონ შესაბამისი კურსები“,- ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში განახევრებულია სამონადირეო მეურნეობები, უკანონო ნადირობამ კი მასშტაბური სახე მიიღო. როგორც თემურ ტყემალაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგად, ნადგურდება ჭალები და ნადირობენ ისეთ ცხოველებზე, რომლებიც „წითელ წიგნშია“ შეტანილი.

„იარაღს რომ აძლევენ, განათლება არ აქვთ. როგორ იხმარონ თოფი არ იციან. გერმანელი სტუმარი მყავდა, რომელსაც იარაღის წარმოების უფლება და კოლექცია ჰქონდა, მაგრამ ნადირობის უფლება არა. ეს სხვადასხვა რამეა.

არ უნდა ჰქონდეთ იარაღის შეძენის უფლება. უნდა გაიარონ შესაბამისი კურსები. კომუნისტების დროს, იყო გერმანული სისტემა, ვინც ყიდულობდა იარაღს და ხდებოდა ამ საზოგადოების წევრი, 1 წელი მაინც ვინმესთან უნდა ყოფილიყო მიმაგრებული. იმ მეორეს ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული, შემდეგ იწყებდა დამოუკიდებლად ნადირობას. მერე მოიშალა სისტემა და ახლა არაფერი მსგავსი აღარ არის“,- განაცხადა თემურ ტყემალაძე.

იხილეთ ასევე: „არანორმალური რაოდენობით იხოცება დათვი, ჯიხვი და ირემი - სანადირო მეურნეობები განახევრდა“

ნინი ქეთელაური