რეკორდული სიცხე დასრულდა - მეცნიერები გლობალური ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ

თურქი კლიმატოლოგის, ლევენტ კურნაზის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში, როდესაც ელ-ნინიოს გავლენა დასრულდა და ლა-ნინიას გავლენა იზრდება, 2024 წლის ბოლო 6 თვეში რეკორდული ტემპერატურის ალბათობა პირველ 6 თვესთან შედარებით, გაცილებით დაბალია.

მისი თქმით, 2024 წლის პირველი ექვსი თვე 0,9 გრადუსით თბილი იყო, ხოლო ბოლო 13-მა თვემ ყველაზე ცხელი თვის რეკორდი მოხსნა.

კურნაზი განმარტავს, რომ ელ-ნინიო, რომელიც ივლისის დასაწყისში დასრულდა, პირდაპირ კავშირშია ბოლო 13 თვის ტემპერატურის რეკორდებთან.

„ივლისის დასაწყისიდან ელ-ნინიოს ეფექტი დასრულდა და ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ ლა-ნინიაში, ასე რომ, მომდევნო თვეებში აღარ გაგრძელდება ბოლო 13 თვის განმავლობაში დამყარებული რეკორდები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კვლავ ვიხილავთ უფრო ცხელ ამინდებს, აღარ მოგვიწევს სიტყვა "რეკორდული ტემპერატურის" გამოყენება ძალიან ხშირად", - თქვა მან.

ცნობისათვის, ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საშუალო გლობალური ტემპერატურა 16,66 გრადუსი იყო ანუ 0,67 გრადუსით მეტი 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე და 0,14 გრადუსით მეტი წინა ყველაზე ცხელ ივნისზე, რომელიც 2023 წელს დაფიქსირდა.

ეკა დარჩიაშვილი