მინიონები და მილიონები - როგორ გახდა “სულელი“ პერსონაჟების ავტორი მილიარდერი

Despicable Me-ის ჯგუფი ახალი სერიით: Despicable Me 4-ით კიდევ ერთი თავგადასავლებისთვის ემზადება. ყველასთვის საყვარელმა მინიონებმა, რომელმაც შემქმნელებს აუარებელი შემოსავალი მოუტანეს, სავარაუდოდ, ახალი რეკორდი უნდა მოხსნან.

2010 წლის დებიუტიდან მოყოლებული, მინიონები გახდა სალაროების ლიდერი და მოიპოვა მილიონობით თაყვანისმცემლები.

4,7 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალით მსოფლიო სალაროებში, Despicable Me არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფრენჩაიზი. Despicable Me 4-ს კრისტენ უიგი, უილ ფერელი და სოფია ვერგარა ახმოვანებენ.

საინტერესოა, როგორ შეიქმნა “სულელი“ ყვითელი და სასაცილო პერსონაჟები?

როდესაც ფრანგული ანიმაციური სტუდია Illumination ქმნიდა ოჯახურ კომედიას Despicable Me- ს, მეორე ხარისხოვან სუპერ ბოროტმოქმედზე და მის შვილობილებზე, გუნდმა გადაწყვიტა, რომ ფილმს სჭირდებოდა მსუბუქი ხაზი, რომელიც ანტიგმირის, გრუს (სტივ კარელი) ერთგვარად დაეხმარებოდა.

შედეგად, რეჟისორებმა პიერ კუფინმა და კრის რენომ, პერსონაჟების შექმნეს ბოროტი ყვითელი არსებების ფარა - მინიონები.

ნახევრად ფრანგმა და ნახევრად ინდონეზიელმა ანიმატორმა, კოფინმა, გუნდს შესთავაზა, რომ მინიონების სასაუბრო ენა იმპროვიზებული, ყველასგან განსხვავებული ყოფილიყო. მსგავსი გამოცდილება მას უკვე ჰქონდა - ხმის მსახიობად მუშაობის დროს, ასეთი ენით რამდენიმე რეკლამა გაახმოვანა. მიდგომამ გაამართლა. აუდიენციას კოფინის ხმა მოეწონა, დაამახსოვრდა მისი გამორჩეული სიცილი და მელოდიური, სულელური “საუბარი“.

2010 წლიდან მინიონების შემქმნელი ანიმატორი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპ-კულტურული ფენომენის ნაკლებად ცნობილი ვარსკვლავი გახდა. მან გაახმოვანა ყველა მომდევნო სერია და Despicable Me 4, რომელიც კინოთეატრებში უახლოეს პერიოდში გამოვა.

თავად მინიონები ძალიან პოპულარულები გახდნენ მულტფილმებს მიღმაც. ისინი ყველგან არიან, წარმოდგენილია როგორც ლიცენზირებული საქონელი, თემატურ პარკებში, TikTok ტენდენციებში და Facebook-ის მემეებათაც კი.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი