მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტირებულია 1.179 მლნ აშშ დოლარის იახტა და სხვა მცურავი საშუალებები დასვენებისთვის ან სპორტისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემები წლიურად გაზრდილია 20%-ით. ცნობისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში 981 ათასი დოლარის იახტა შემოვიდა იმპორტზე.
2024 წლის პირველ ხუთ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობა მცურავი საშუალებები იმპორტირებულია ამერიკიდან. უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში აშშ-დან შემოვიდა 585 ათასი დოლარის იახტა და სხვა მცურავი საშუალებები. აღნიშნული ტრანსპორტის უმსხვილეს იმპორტიორთა შორის მეორე ადგილს იკავებს ბელგია, საიდანაც ქვეყანაში იმპორტირებულია 723 ათასი დოლარის იახტა.
უმსხვილეს იმპორტიორთა ხუთეულში დარჩენილი სამი ადგილი ასე გადანაწილდა: უკრაინა - 63.7 ათასი დოლარი, კანადა - 60.5 ათასი დოლარის და პორტუგალია - 46.5 ათასი დოლარის.