რომელია ხუთი წარმატებული სარეკლამო კამპანია, რომელმაც დროს გაუძლო

იცოდით, რომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, დღეში 10 000-მდე მარკეტინგულ შეტყობინებას ვხედავთ? ეს ნიშნავს, რომ სარეკლამო კამპანიას ბრენდის წარმატებაში კოლოსალური როლი ეკისრება. მას შეუძლია დარჩეს ჩვენს გონებაში და გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ცხოვრების წესზეც კი.

არსებობს ისეთი სარეკლამო კამპანიები, რომლებმაც წლებს გაუძლეს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

coca-1720954304.jpg

კოკა-კოლა: 1930-იანი წლები

ამბობენ, რომ სანამ კოკა-კოლა, თავის რეკლამაში არ აღბეჭდა თეთწვერიანი მოხუცი კაცი, სანტას ადრე მწვანედ გამოსახავდნენ. აღნიშნული კამპანია Coca-Cola-მ 1930-იან წლებში წამოიწყო და მალე მსოფლიოს მოედო. სწორედ იქიდან მოყოლებული გახდა სანტა-კლაუსი პოპულარულიც.

pana-1720954363.jpg

პანამერიკულ ყავის ბიურო (Pan American Coffee Bureau): 1952 წ

პანამერიკულ ყავის ბიურო ოფისებში პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ბეჭდური რეკლამის მთელი რიგი ბანერები მომუშავე პერსონალს შესვენებისკენ მოუწოდებდნენ. “მიეცი შესვენების უფლება საკუთარ თავს და მიიღეთ ყავა გაძლევთ“ - წერდნენ მაშინ ბანერებზე. დღეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, მაგრამ მან ერთგვარი კულტურა დაამკვიდრა.

asasasda-1720954381.jpg

Volkswagen: 1959 წ

ეს ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სარეკლამო კამპანიად. Volkswagen-ის კამპანიამ “ შემოიღო ცნება, რომ პატარა უკეთესია. 1970 წელს VW Beetle-ის გაყიდვები წელიწადში 570 000 მანქანამდე გაიზარდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო.

pul-1720954464.jpg

American Express: 1975 წ

ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სარეკლამო კამპანიაში American Express-მა გამოიყენა სლოგანი “არ გახვიდე სახლიდან მის გარეშე“, რითიც ხაზი გაუსვა მისი ბარათით სარგებლიანობის ბენეფიტებს. ამ კამპანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ American Express გახდა პერსონალური, მცირე ბიზნესისა და კორპორატიული ბარათების ერთ-ერთი წამყვანი პირობა.

pir-1720954486.jpg

Nike: 1988 წ

"Just Do It" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სლოგანია პლანეტაზე და მისი შემოღება ასევე აღნიშნავდა იმ პერიოდს, როდესაც Nike-მა თავისი ბედი შეცვალა. მაშინ კომპანია იბრძოდა საბაზრო წილის მოსაპოვებლად წამყვანი სპორტული ტანსაცმლის ბრენდის Reebok-ის წინააღმდეგ. მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაყიდვები 9,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დღეს კომპანია ფასდება 100 მილიარდ დოლარზე მეტად.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი