მდიდრები, სამომავლო აღორძინების იმედად, საკუთარ თავებსა და სიმდიდრეს ყინავენ

“ქონების ადვოკატები ქმნიან ნდობის ფონდებს (ტრასტებს), რომელიც მიზნად ისახავს სიმდიდრის შენარჩუნება/გაფართოებას იმ შემთხვევაშიც კი, სანამ ადამიანები კრიოკონსერვაციის პირობებში იქნებიან, თუნდაც ეს ასეულობით წლები გაგრძელდეს“ – ამის შესახებ bloomberg -ი წერს და ფონდების იდეის შესახებ ვრცელ მიმოხილვას გვთავაზობს.

გამოცემის თქმით, ეს არის განვითარებადი სფერო, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდზეა აგებული. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად მდიდრები ინდუსტრიის შესაძლებლობებს საკმაოდ სეროზულად აღიქვამენ.

კრიოკონსერვაცია ნიშნავს ქსოვილებისა და ორგანოების შენარჩუნება ე.წ. ღრმა გაციების საშუალებით.

“კრიოკონსერვაციის იდეა უკვე ექსცენტრიულობაშ გადადის. ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება“, - აცხადებს Life Extension Foundation-თან, მსოფლიოში ყველაზე დიდ კრიონული დაწესებულების დამფუძნებელი მარკ ჰაუსი. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით უკვე გაყინულია დაახლოებით 230 ადამიანი. დაახლოებით 5 500 ადამიანი კი კრიოგენული კონსერვაციას უკვე გეგმავს.

“ჰაუსი და სხვები ცდილობენ უპასუხონ კითხვებს, რომლებიც ზოგჯერ ფილოსოფიის გაკვეთილზე უფრო ჟღერს:

შეუძლია თუ არა ფულს უსასრულოდ არსებობა?

ხარ თუ არა მკვდარი, როდესაც შენი სხეული კრიონულად არის დაცული?“ - აი რას წერს გამოცემა.

როგორ დავაგროვოთ ფული

მიჩიგანის საავადმყოფოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისთვის, 76 წლის სტივ ლებელისთვის, ოცნებად ჟღერს შესაძლებლობა - შეუერთდეს უკვე გაყინულ დაახლოებით 500 ადამიანს.

ლებელს უყვარს ცხოვრება და არ სურს უფულობამ ხელი შეუშალოს მეორე შანსის მიღებაში. ლებელმა თქვა, რომ მან დაახლოებით ერთი წელი გაატარა ნდობის ფონდის მოდელის ძიებაში, რომელიც, სავარაუდოდ, საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება.

ის გეგმავს 100,000 დოლარის ჩადებას თავის აღორძინების ფონდში, დანარჩენი კი მის ქალიშვილს და ქმარს გადაეცემა.

ვინ ხარ სინამდვილეში

ფონდი არის დინასტიური ნდობის ტიპი, ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებენ ულტრა მდიდარი ადამიანები, როდესაც გეგმავენ სიმდიდრის გადაცემას რამდენიმე თაობაზე.

ამით მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ 40%-იანი ფედერალური გადასახადები 13,6 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მამულებზე, თუმცა საინვესტიციო მოგება ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადებს.

ხელახლა დაბადებული (კრიოკონსერვაციიდან გამოსული) ადამიანი ხდება ფონდის ერთადერთი ბენეფიციარი. იქვე, მოსაგვარებელია გარდაცვალების მოწმობის გაუქმების საკითხი. ასევე დასახვეწია სხვა სამართლებრივი საკითხები - რადგან “თავიდან დაბადებულ“ ადამიანს ქონების მართვა და ბიუროკრატიული პროცესების გავლა მარტივად მოუწიოს.

მეცნიერების გაუმჯობესებასთან ერთად, კრიოკონსერვაციის ექსპერიმენტში მონაწილეობა უფრო მეტს ადამიანს სურს. ტექნიკურმა მაგნატებმა ჯეფ ბეზოსმა, სემ ალტმანმა, ლარი ელისონმა და ლარი პეიჯმა განაცხადეს, რომ კომპანიებს, რომლებიც სიკვდილისა და დაბერების წინააღმდეგ ბრძოლას ეცდებიან, ასობით მილიონ დოლარს დააბანდებენ.

ამ თვის დასაწყისში, Cradle Healthcare Co- ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ყველანაირად ეცდებიან ახალი ტექნოლოგიებით “დაბერების პროცესის შეჩერებას“.

წყარო: bloomberg.com

თეონა რამაზაშვილი