დახარჯული მილიონები და ოქროს ბადეში გახვეული Rolls-Royce - ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი მსოფლიოში

შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ექსტრავაგანტული წინასაქორწილო წვეულებებისა და ზეიმების შემდეგ, როგორც იქნა ინდოეთში ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული ქორწილი შედგა.

ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟი, ანანტ ამბანი მის რჩეულზე, რადიკა მერჩანტზე 12 ივლისს დაქორწინდა.

ცნობილია, რომ ღონისძიებაზე 300-დან 600 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. ეს არის ბოლო დროის ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო ცერემონია, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და გამორჩეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყველა მათგანმა ამაში საოცარი ანაზღაურება მიიღო.

ambanebi-1721044908.jpg

სტუმრებს შორის იყვნენ კიმ და ქლოე კარდაშიანები. მათ ბრილიანტებით გაწყობილი სამოსი ეცვათ და ამავე კრისტალის უძირფასესი სამკაული ამშვენებდათ.

ქორწილამდე, ოჯახმა წვეულება გამართა, სადაც ჯასტინ ბიბერი მიიწვია. ცნობილია, რომ მას ანაზღაურების სახით 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

amban2-1721044934.jpg

უფრო ადრე კი წვეულებაზე მომღერალი რიანა მიიწვიეს, რაშიც მას 5 მილიონი დოლარი გადასცეს.

რაც შეეხება უშუალოდ 16 000 სტუმარზე გათვლილ ქორწილს, მედიის ინფორმაციით, წყვილმა 100 მილიონი ფუნტის ღირებულების საჩუქრები მიიღო.

პატარძალს უძვირფასესი კრემისფერი ინდური საპატარძლო კაბა ეცვა, რომელიც უმაღლესი ხარისხის ბრილიანტებით იყო მოჭედილი. უცნობია სამოსის ღირებულება.

წყვილს ასევე გადაეცა 500,000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების Bentley Continental GTC Speed, შეკვეთით დამზადებული სამკაულები და ტანსაცმელი, რომლის ღირებულება მილიონობით ფუნტია.

წყვილი ცერემონიალზე ოქროს ბადით დაფარული უძვირფასესი Rolls-Royce Cullinan SUV- ით მივიდა. მხოლოდ ავტომობილის ფასი 392 000 დოლარიდან 454,000 დოლარამდე მერყეობს. უცნობია ოქროს ბადის ღირებულება, რომელიც ეჭვგარეშეა, რამდენიმე მილიონი დოლარიც კი იქნება.

amban3-1721044971.jpg

მუკეშ ამბანის მეუღლემ, 60 წლის ნიტამ თავის რძალს მარგალიტისა და ბრილიანტის ჩოკერი აჩუქა, რომლის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ფუნტია. ის სპეციალურად მერჩანტისთვის დამზადდა. ანანტს 2 მილიონი ფუნტიანი კარტიეს გულსაბნევი გადასცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამბანის ოჯახმა ასევე დაჯავშნა 100 კერძო თვითმფრინავი, რათა თავიანთი ცნობილი სტუმრები ინდოეთში გადაეფრინათ. მუმბაის ყველა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მათთვის იყო დაჯავშნილი.

წყარო: dailymail.com

თეონა რამაზაშვილი