„ქალაქში არსებობს საპარკინგე სივრცეები და პარკირების პრობლემა არ არის“

„ქალაქში არსებობს საპარკინგე სივრცეები და პარკირების პრობლემა არ არის,“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში არსებულ საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„რაც შეეხება საპარკინგე სივრცეებს, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, ფილარმონიის წინ არსებულ სივრცეზე მიწისქვეშა პარკირების სისტემის მოწყობის მიზნით გამოვაცხადეთ შესყიდვა, ამას გარდა ბევრი სხვა კონკრეტული ლოკაციაც იყო შერჩეული, თუმცა ინტერესი არავინ გამოხატა.

ქალაქში არსებობს საპარკინგე სივრცეები და პარკირების პრობლემა არ არის. დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი პორგრამის განხორციელება ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რაც ყველა რაიონში იქნება ეტაპობრივად გაკეთებული.

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო. ამიტომ იდგმება ეს კონკრეტული ნაბიჯები, იხარჯება უამრავი თანხა. ახლა კიდევ ველოდებით 18 მეტრიან ავტობუსებს რომ მთლიანად შევავსოთ და უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა მოვახერხოთ ერთი ადგილიდან მეორეზე,“- განაცხადა კალაძემ.