სმარტფონების გლობალური მიწოდება ზედიზედ მეოთხე კვარტალია, იზრდება

სმარტფონების გლობალური მიწოდება წლის მეორე კვარტალში 6,5%-ით გაიზარდა და 285,4 მლნ ერთეული შეადგინა. მაჩვენებელი ზედიზედ ოთხი კვარტალია, იზრდება. ამის შესახებ International Data Corporation-ის (IDC) წინასწარ მონაცემებში წერია.

IDC Worldwide Tracker-ის კვლევის ხელმძღვანელ ნაბილა პოპალის ცნობით, Apple და Samsung ბაზარზე კვლავ დომინირებენ და ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ მომხმარებელთა ტენდენციისგან, რომელიც უფრო ძვირადღირებულ მოდელებზე გადასვლას მოიცავს. ამ მიზეზით ბევრი წამყვანი ჩინური მწარმოებელი მიწოდებას დაბალი ფასების სეგმენტში ზრდის. შედეგად, პოპალის შეფასებით, „საშუალო დონის მოწყობილობების წილი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.“

„იმის მიუხედავად, რომ აღდგენა კარგად მიმდინარეობს და ხუთივე უმსხვილესი კომპანია წლიურ ზრდას აფიქსირებს, ჩვენ ლიდერებს შორის მზარდ კონკურენციასა და ფასების დიაპაზონის პოლარიზაციას ვხედავთ,“ - ამბობს ნაბილა პოპალი.

სმარტფონების მეორე კვარტლის გლობალური მიწოდება (მლნ ერთეულებში) ასეთია:

cxrili-1721116673.jpg

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონებს, IDC-ის პროგნოზით, წელს ისინი 234 მლნ ერთეულის მიწოდებით ბაზრის 19%-ს დაიკავებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ