თურქეთში ძროხის რძის წარმოებამ მაისში რეკორდულ დონეს მიაღწია

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TUIK) მონაცემების თანახმად, კომერციული საწარმოების მიწერ წარმოებული ძროხის რძის ოდენობა მაისში რეკორდულად მაღალი იყო და 1 014 789 ტონას მიაღწია, რაც 2010 წლის შემდეგ თვიურად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში წარმოებულმა ძროხის რძის ოდენობა 915 522 ტონა იყო, თებერვალში ეს რიცხვი 901 485 ტონამდე შემცირდა. აღნიშნული რაოდენობა მარტში სწრაფად გაიზარდა 982 322 ტონამდე, ხოლო აპრილში 961 156 ტონამდე შემცირდა.

თურქეთის რძის მწარმოებელთა ცენტრალური კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ტევფიკ ქესკინის განცხადებით, ფასების სწორი პოლიტიკა ხელს უწყობს მწარმოებლებს.

„სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მიერ ამჟამად განხორციელებული პოლიტიკა დადებითად აისახება სექტორზე. ეს ვითარება უნდა გახდეს მუდმივი, ამისთვის შესაბამისი პოლიტიკა უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ქესკინმა.

მისი თქმით, რძის წარმოება იმ პერიოდებში მცირდებოდა, როცა პირუტყვის დაკვლა მიმდინარეობდა.

ნათია ზარიძე