ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 60 დღემდე გაახანგრძლივა

ტურიზმის გასაძლიერებლად და ქვეყანაში დოლარის შემოტანის მიზნით, ტაილანდის მთავრობამ და მინისტრთა კაბინეტმა 93 წვეყნისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. მათ შორისაა საქართველოც.

საქართველოს გარდა, ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები უკვე იღებდნენ 30-დღიან ვიზას, ხოლო ამიერიდან 60-დღიან ვიზას მიიღებენ, არის:

  • ინდოეთი
  • ყაზახეთი
  • მალტა
  • მექსიკა
  • პაპუა-ახალი გვინეა
  • რუმინეთი
  • უზბეკეთი
  • ტაივანი
  • ბუტანი
  • ბულგარეთი
  • კვიპროსი
  • ფიჯი.

ამასთან, ტაილანდის მთავრობამ 60-დღიანი უვიზო რეჟიმი აამოქმედა შემდეგი ქვეყნებისთვის:

  • ჩინეთი;
  • ლაოსი;
  • მაკაო;
  • მონღოლეთი;
  • რუსეთი;
  • კამბოჯა.

ეკა დარჩიაშვილი