საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებს შორის, ლიდერი ბერიძე, კაპანაძე და გელაშვილია.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ორივე სქესის წარმომადგენელი, 30 022 ბერიძეა ქვეყანაში, 19259 კაპანაძე და 18333 - გელაშვილი.
მხოლოდ კაცებში ლიდერობს ბერიძე 14963 მამრობითი სქესის წარმომადგენლით, მამედოვი 14482 და კაპანაძე - 9538.
ბერიძე ქალებშიც პირველ ადგილზეა 15059 მდედრობითი სქესის წარმომადგენლით, მამედოვა - 13487 და კაპანაძე - 9721.
რაც შეეხება იშვიათ გვარებს, რომელიც ყველაზე ცოტაა საქართველოში, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ავგაროზაშვილი
- თერძიშვილი
- კბილიანაშვილი
- ზეცაშვილი
- ზურმუხტაშვილი
- კრიჭინაშვილი
- ვარვარიძე
- სურვილაძე
- შავთვალიშვილი
- უფროსაშვილი
- თევდორიკაშვილი
- ნამზითიშვილი
- ბუჩუხიშვილი
- ელკანაშვილი
- სასურქინაშვილი
- კვიტინი
- ღვლიღვაშვილი
- მონავარდიშვილი