ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 2024-2028 წლებში 324 ახალი სასტუმრო აშენდება, რომელთაგან 22 საერთაშორისო ბრენდია.
324 ახალ სასტუმროში ჯამში 18 778 ოთახი და 37 101 ადგილი იქნება.
მათი ნაწილის მშენებლობა უკვე აქტიურ ეტაპზეა და წელსვე დასრულდება, პროექტების ნაწილი კი უახლოეს წლებში განხორციელდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გაგაცნობთ საერთაშორისო ბრენდების 2024-2028 წლებში მშენებარე და დაგეგმილი სასტუმროების ჩამონათვალს, რომლებიც ქვეყანაში უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
საერთაშორისო ბრენდი | რეგიონი | ადგილების რაოდენობა | დასრულების თარიღი |
Greet by Accor | თბილისი | 232 | 2024 |
Hilton Tbilisi | თბილისი | 350 | 2025 |
Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill | თბილისი | 356 | 2025 |
Office & Hotels at Erekle II Square | თბილისი | 270 | 2027 |
Hotel Sololaki Hills | თბილისი | 376 | 2026 |
Office & Hotels at Erekle II Square (small) | თბილისი | 84 | 2025 |
Babylon Tower | ბათუმი | 336 | 2025 |
Wellness Resort ans Spa Mtsvane Kontskhi | ბათუმი | 240 | 2025 |
Ambassador Batumi | ბათუმი | 300 | 2025 |
Ibis Style Batumi | ბათუმი | 236 | 2024 |
Hilton Double Tree | აბასთუმანი | 280 | 2024 |
Paragraph Wellness Resort ans Spa Abastumani | აბასთუმანი | 300 | 2026 |
Rooms Abastumani | აბასთუმანი | 152 | 2024 |
Hotel Bodbe Sighnaghi | სიღნაღი | 160 | 2024 |
Hilton Garden Inn | ქობულეთი | 400 | 2028 |
Paragraoh Resort Ganmukhuri | განმუხური | 320 | 2025 |
Ibis Hotel Tskaltubo | წყალუტო | 300 | 2025 |
Best Western Plus Likani Resort | ბორჯომი | 120 | 2025 |
Sioni Lake Resort & Spa, Le Meridien by Marriott | სიონი | 248 | 2025 |
Double Tree by Hilton | გურჯაანი | 200 | 2025 |
Salkhino Best Western | მარტვილი | 120 | 2025 |
Radisson Racha | ონი | 170 | 2024 |