როგორია ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია 2025 წლისთვის

სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 6.6 მილიარდ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს.

სტრატეგიის დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ტურიზმის სექტორის წილი მთლიან ეკონომიკაში 7,9%-მდე გაიზარდოს. მიზანია, რომ ყოველი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხა 600 აშშ დოლარს შეადგენდეს, ხოლო ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა 5 ღამე გახდეს. ამასთანავე, დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდეს.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობაზე მუშაობს.

უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პროგნოზით, მიმდინარე 2024 წელს, ტურიზმიდან შემოსავლები 4.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

ნათია ზარიძე