ბათუმში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება - ვინ  არის მშენებელი კომპანია

ბათუმში, ანგისას ქუჩაზე, ახალი მაღალსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. მშენებლობას კომპანია „ემ ბილდინგ ბათუმი“ განახორციელებს.

კომპანიის მიმართვის საფუძვლზე, ობიქტის მშენებლობისთვის, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრბულომ განაშენიანების დეტალური გეგმა უკვე დაამტკიცა.

მრავალფუნქციური კომპლექსი 30-სართულიანი იქნება და მასში კომერციული ფართები, საცხოვრებელი ბინები და ავტოსადგომი განთავსდება.

კომერციული ფუნქცია წარმოდგენილია 1-ელ სართულზე, ავტოსადგომი - მიწისზედა მე-5 და მიწისქვეშა 1-ელ სართულზე, საცხოვრებელი ბინები კი 24 სართულს დაიკავებს.

საცხოვრებლის ჯამური ფართობი - 34900.00 კვ.მ; კომერციული ნაწილის ჯამური ფართობი - 2240.00 კვ.მ და ავტოსადგომის ჯამური ფართობი - 11470.00 კვ.მ იქნება.

aaaaaa-1721236013.png