2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19 477 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 5%-ით, 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
„2024 წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 15%-ით არის შემცირებული. 2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში. ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში 11% და 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია კვლევაში.