აფხაზური მედიის ინფორმაციით, „ენგურჰესზე“ ავარიის გამო, აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდა. bpn დაინტერესდა, რამ გამოიწვია ავარია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესში“ განუცხადეს, აფხაზეთში ელექტროენერგიის დროებითი შეზღუდვა გადამცემი ხაზის, „ლიას“ გამორთვამ გამოიწვია.
უწყებაში დაგვიზუსტეს, რომ „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. „ენგურჰესის“ განცხადებით, ამ ეტაპზე გადამცემი ხაზი „ლია“ უკვე ჩართულია და აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
ცნობისთვის: აფხაზეთი ელექტრონერგიას მხოლოდ ენგურჰესიდან მას შემდეგ იღებს, რაც რუსეთიდან დენის სოციალური, ანუ უსასყიდლო მიწოდება დასრულდა. ამასთან, კომპანიის მონაცემებით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის შედინება წამში 110 კუბური მეტრი უნდა იყოს, რომ აფხაზეთმა რუსული ნაკადისა და დენის გრაფიკის გარეშე სრულყოფილი მიწოდება უზრუნველყოს. რუსული ნაკადის ამოწურვისა და სადგურის ჯვრის წყალსაცავში წყლის მცირე შედინების გამო აფხაზეთში იანვრიდან გაზაფხულის პერიდოში ხუთსაათიანი გათიშვის გრაფიკი მოქმედებდა.