პარლამენტმა, 6 წლის ვადით, გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. გაბიტაშვილი პარლამენტმა 80 ხმით აირჩია
კენჭისყრამდე გიორგი გაბიტაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს.
გიორგი გაბიტაშვილი 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.